ENG GEO
 
მთავარი გვერდი   მოგვწერეთ
ძიება  
ჩვენს შესახებ იმუშავეთ ჩვენთვის მასწავლებელთა გუნდი კონტაქტი
 
კურსები სიახლეები ხშირად დასმული კითხვები სწავლა ბრიტანეთში მასწავლებლების ტრეინინგი ოლიმპიადა
    კურსები   სიახლეები  
ზოგადი ინგლისური
კურსი ბავშვებისათვის
ბიზნეს ინგლისური
ინდივიდუალური მეცადინეობა
სასაუბრო ინგლისური
გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
წერის უნარები
ინგლისური შეხვედრებისა და დისკუსიებისათვის
საზაფხულო ინტენსიური კურსი ინგლისურ ენაში
მასწავლებლების ტრენინგი
იურიდიული ინგლისური
საზაფხულო სკოლები საზღვარგარეთ
    ოლიმპიადა
     ოლიმპიადის შედეგები
      ოლიმპიადის წესები
    ინსტრუმენტები
  კურსის დაჯავშნა
დაჯავშნე კურსი საიტიდან
  ბროშურა
ბროშურის გადმოტვირთვა
სასწავლო ცენტრი
 
ისწავლე ინგლისური ჩვენთან!

15 სექ 2013

ლონდონის ინგლისური ენის სკოლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში The London School of English Tbilisi  აცხადებს მიღებას ინგლისური ენის კურსებზე.

აპლიკაციების მიღება გრძელდება 2 ოქტომბრამდე.

 

ზოგადი ინგლისური

ზოგადი ინგლისური ენის კურსი მოზრდილთათვის შედგენილია რომ დაეხმაროს სტუდენტებს, რომლებიც არიან 15 წელს ზემოთ, ეფექტურად შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ სიტუაციაში. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისური ენაზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებს გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი ენის გამოყენების დროს. ჩვენ გვყავს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა გუნდი, რომელიც  იყენებს უკვე წარმატებით აპრობირებულ თანამედროვე სწავლების მეთოდებს, როგორიცაა ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები, აგრეთვე ავთენტური საკითხავი თუ მოსასმენი ტექსტები დამუშავება და ვიდეო მასალის გამოყენება. ამასთან გაკვეთილები ხალისიანი და მოტივაციურია, რაც უზრუნველყობს ყველა სტუდენტის თანაბარ ჩართულობას და, საბოლოოდ, სასურველი შედეგის მიღებას.


ყოველი კურსი ოთხ ძირითად საკომუნიკაციო უნარ-ჩვევას ავითარებს, ესენია: 
მეტყველება; 
მოსმენა; 
კითხვა; 
წერა

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გრამატიკის, ლექსიკის და სწორი ინტონაციური წარმოთქმის განვითარებას, ამასთან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტების მიერ ენის გამოყენებას სხვადასხვა სოციალურ გარემოში.
ჩვენ გთავაზობთ ზოგადი ინგლისურის კურსებს ყველა დონის სტუდენტისთვის. 
კურსის ხანგრზლივობაა 4 თვე, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც სტუდენტს გადაეცემა სერთიფიკატი.

კურსის თარიღები:

კურსის ხანგრძლივობა: 2 ოქტომბერი  2013 - 20 იანვარი 2013
მიღება გრძელდება 2013  წლის 2 ოქტომბრამდე

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2 სთ (კვირაში 3-ჯერ)
კურსის ღირებულება: 174 ლარი 1 თვე


დღის საათებში 10:00-დან 13:00 საათამდე  ზოგადი ინგლისური ენის კურსზე მსმენელთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება ანუ 174 ლარის ნაცვლად თქვენ იხდით  138 ლარს

 

ზოგადი ინგლისური ბავშვებისათვის


ლონდონის ინგლისური ენის სკოლა აგრეთვე გთავაზობთ სპეციალურ კურსებს მოზარდი აზალგაზრდებისთვის. ეს კურსი გათვლილია  7 დან 14 წლის ასაკის სტუდენტებზე. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სახალისო ტექსტების, საინტერესო სმენითი სავარჯიშოების, ვიდეო ჩვენებებისა და თამაშების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ინტერაქციული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტებს მიეცემათ საშინაო დავალებები, აგრეთვე პერიოდულად ჩაუტარდებათ ტესტური შემოწმებები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ დათითოეული სტუდენტის პროგრესი და საჭირო ინფორმაცია მოვაწოდოთ დაინტერესებულ მშობლებს.

 

აღნიშნული კურსი მიზნად შემდეგი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებას:  მეტყველება;  მოსმენა; კითხვა; წერა

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლექსიკას და გრამატიკას.

კურსი შედარებით ხანმოკლეა ვიდრე მოზრდილთათვის განკუთვნილი კურსები, თუმცა იგი მაინც ატარებს ინტენსიურ ხასიათს. გაკვეთილების ხანგრძლოვობა არის 90 წუთი. გამოცდილი პედაგოგებისა და სპეციალურად მოზარდებისთის შექმნილი სახელმძღვანელოები გაკვეთილებს ინტერაქტიულს და გასართობს ხდის

 

კურსის თარიღები:

კურსის ხანგრძლივობა: 2 ოქტომბერი 2013 - 22/23 იანვარი 2014
კურსის ხანგრძლივობა: 16 კვირა

მიღება გრძელდება 2013 წლის 2 ოქტომბერი

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 1.5 სთ (კვირაში 3-ჯერ)
კურსის ღირებულება: 148 ლარი 1 თვე; 
  

 

ბიზნეს ინგლისური


ბიზნეს ინგლისური მიმართულია მათთვის, ვისაც სჭირდება ინგლისური სამუშაო გარემოში. ასევე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ემზადებიან ბიზნესის შესწავლისათვის. კურსის მსვლელობის დროს გამოიყენება ქეისები და ბიზნეს სიმულაციები.
მსმენელი განავითარებს:
• საკომუნიკაციო უნარებს ბიზნესის სფეროში
• თავისუფლად მეტყველების უნარს
•  ბიზნეს ლექსიკას
• გამოთქმას და ინტონაციას
ინგლისურის ეფექტურად გამოყენების სტრატეგიას სხვადასვა ბიზნეს სიტუაციაში – პრეზენტაცია, შეხვედრა, მოლაპარაკება, სატელეფონო საუბარი


კურსის თარიღები:

კურსის ხანგრძლივობა: 2 ოქტომბერი 2013 - 20 იანვარი  2013
მიღება გრძელდება 2013 წლის 20 სექტემბრამდე 

მეცადინეობის ხანგრძლივობა: 2  სთ (კვირაში 3-ჯერ)
კურსის ღირებულება: 195  ლარი 1 თვე


დაინტერესებული პირები ტესტირებისა და გასაუბრების შედაგად ჩაირიცხებიან შესაბამის დონეზე

 

წინა შემდეგი
 
სასაუბრო ინგლისური ენის კურსი ინგლისელ ენოვან პედაგოგთან
19 მარტ 2014

რეგისტრაცია გრძელდება 2 აპრილამდე

» ნახეთ ვრცლად
IELTS-ის მოსამზადებელი კურსი
19 მარტ 2014

IELTS-ის მოსამზადებელი კურსზე რეგისტრაცია გრძელდბა 31 მარტამდე

» ნახეთ ვრცლად
მიღება ზოგადი ინგლისური ენის კურსზე
17 თებ 2014

საგაზაფხულო კურსებზე მიღება გრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით

 

» ნახეთ ვრცლად
ზოგადი ინგლისური ენის კურსი ბავშვებისათვის
16 თებ 2014

მიღება გრძელდება 28 თებერვლის  ჩათვლით

 

» ნახეთ ვრცლად
ინგლისური ენის ოლიმპიადის II ტურის განრიგი
17 ნოემ 2013
ლონდონის ინგლისური ენის სკოლის ოლიმპიადის განრიგი ინგლისურ ენაში კლასების და გამოცდის ჩატარების ადგილის მიხედვით
» ნახეთ ვრცლად
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
სიაში დაბრუნება
 
ჩვენს შესახებ იმუშავეთ ჩვენთვის მასწავლებელთა გუნდი კონტაქტი კურსები სიახლეები ხშირად დასმული კითხვები სწავლა ბრიტანეთში მასწავლებლების ტრეინინგი ოლიმპიადა კურსის დაჯავშნა ბროშურის გადმოტვირთვა
© Copyright 2010. Caucasus Academic Centre      Created by RENDER PRODUCTION